გაუქმების დაცვა

სტანდარტული გაუქმების დაცვა (ფრანშიზა 100 დოლარი)

მაქსიმალური დაცული თანხის რაოდენობა ადამიანზე და შემთხვევაზე: 100 აშშ დოლარი, 100 დოლარის გამოქვითვით საქმეზე



ჩვენ ვცდილობთ რომ თქვენი დაჯავშნის პროცესი შეფერხებების გარეშე მიმდინარეობდეს. ჩვენი გაუქმების დაცვის გეგმა გიცავთ თქვენ, თუ ვერ ახერხებთ  გაფრენას შემდეგი მიზეზების გამო:

  • უეცარი ავადმყოფობა, დაზიანება ან სიკვდილი, ან თქვენი უახლოესი ოჯახის წევრის, მოგზაური პარტნიორის, ბიზნეს პარტნიორის ან მათი უშუალო ოჯახის, ან დანიშნულების ადგილებზე დამხვდომი პირის უეცარი გარდაცვალება;
  • მოულოდნელად თავს დატეხილი უბედურება, რომელიც თქვენს საცხოვრებელს გაუსაძლისს ხდის;
  • ტერორიზმი ან სამოქალაქო არეულობა საბოლოო დანიშნულების ადგილას, რომლის შესახებაც ამერიკამ/კანადამ ან დიდმა ბრიტანეთმა გამოსცეს გაფრენის საწინააღმდეგო გაფრთხილება მას შემდეგ, რაც თქვენი გაუქმებისგან დაცვა შევიდა ძალაში;
  • სასამართლოში გამოძახებისას, რათა აგირჩიონ მოწმედ ან ნაფიც მსაჯულად;
  • სამსახურის დაკარგვა:  მუდმივი სამსახურის მოულოდნელი დანაკარგი, რომელიც 1 წელზე მეტხანს გრძელდება;

 

Sky-tours-ის  გაუქმების სტანდარტული დაცვა, Travelwaiver.com-ის სერვისია. ის ძალაშია მსოფლიო მასშტაბით. იმ შემთხვევაში თუ თქვენ შეწყვეტთ მოგზაურობას რომელიმე ზემოთ აღნიშნული მიზეზის გამო, საჭირო დოკუმენტაციის წარდგენით  და გამოგზავნით გაუქმებას პირველ ფრენამდე 24 საათით ადრე, თქვენ დაიბრუნებთ ბილეთის ფულს  მაქსიმუმ 1000 დოლარის ფარგლებში და მინიმუმ 100 დოლარის გამოკლებით და, რა თქმა უნდა, გაუქმების დაცვის საფასურს (გაუქმების სტანდარტული დაცვის ფასი და ბილეთის თავდაპირველი ფასი Sky-tours-დან არ ექვემდაბარება ანაზღაურებას, ანაზღაურება ანგარიშდება საბაზისო ფასით).


ოქროს სადაზღვეო პაკეტი
გაუქმების ოქროს დაცვა(ფრანშიზა 100 დოლარი)

მაქსიმალური დაცული თანხის რაოდენობა ადამიანზე და შემთხვევაზე: 100 აშშ დოლარი, 100 დოლარის გამოქვითვით საქმეზე 


თქვენ შეგიძლიათ დაიცვათ თქვენი მოგზაურობა-  კითხვის გარეშე გაუქმების დაცვით-რომელიც უფლებას გაძლევთ უმიზეზოდ გააუქმოთ ნებისმიერი ჯავშნის სეგმენტი, 24 საათის განმავლობაში თქვენს პირველ ფრენამდე და მიიღოთ ანაზღაურება კითხვების გარეშე. (კითხვის გარეშე გაუქმების დაცვის ფასი და ორიგინალი გაცემის საფასური Sky-tours-დან არაანაზღაურებადია. ანაზღაურება  ანგარიშდება საბაზისო ფასით)

  • კითხვის გარეშე გაუქმების დაცვა  შეგიძლიათ მხოლოდ ჯავშნის დროს შეუკვეთოთ;
  • კითხვის გარეშე გაუქმების დაცვა- უზრუნველყოფს თქვენი გონების სიმშვიდეს, როდესაც გჭირდებათ დაგეგმილი ფრენის გაუქმება გამგზავრებამდე 24 საათით ადრე;
  • იმისათვის რომ მიიღოთ ანაზღაურება, უნდა დაუკავშირდეთ Sky-Tours.com-ის მხარდაჭერის განყოფილებას. გაუქმებები ხმოვანი ფოსტით, ელექტორნული ფოსტით ან სხვა მხრივ არ ეცნობება, არ კვალიფიცირდება და დაექვემდებარება სტანდარტულ გაუქმების წესებს;
  • კითხვის გარეშე გაუქმების დაცვა- უნდა შეუკვეთოთ მხოლოდ საწყისი ჯავშანის დროს. როდესაც ჯავშნით თქვენს მოგზაურობას, უბრალოდ აირჩიეთ ეს სერვისი ჩვენი დაჯავშნის ფორმაში და დაამატეთ კითხვის გარეშე გაუქმების დაცვა თქვენს შეკვეთაზე;
  • გაუქმების დაცვა ხელმიუწვდომელია, თუ თავიდანვე არ შეუკვეთეთ. ჯავშანთან დაკავშირებული შეკვეთა და ინდივიდუალურად დამატებული შეკვეთა არ ჩაითვლება. თუ თქვენ არ შეგიკვეთავთ გაუქმების დაცვა, ამოქმედდება სტანდარტული ავიაკომპანიის წესდება, ტურ-ოპერატორი, მანქანის გაქირავების კომპანია და სხვა სერვისები აგენტის/პარტნიორის რჩება ძალაში;
  • თუ თქვენი ჯავშანი მოიცავს კითხვის გარეშე გაუქმების დაცვას, თქვენი მოგზაურობის 24 საათის განმავლობაში, პარტნიორი სერვისის სტანდარტული გაუქმების წესი შევა ძალაში;
  • ანაზღაურება შეეხება მხოლოდ სრულად გამოუყენებელ ბილეთს. ნაწილობრივ გამოყენებისას ან გადაცვლისას ჩვენი დაცვა ნულდება;
  • კითხვის გარეშე გაუქმების  დაცვა- არის არაანაზღაურებადი და არა აქვს ფულადი ღირებულება. კითხვის გარეშე გაუქმების  დაცვა- მოიცავს მხოლოდ  ჩვენი პარტნიორების სერვისს ( შოუების და ატრაქციონების ბილეთების, საცხოვრებლის, მანქანის ქირაობის, ავიაბილეთისა და მოგზაურობის) იმავე სარეზერვაციო ნომრის ქვეშ, და არ ფარავს სხვა სამოგზაურო თანხებს, რომლებიც შეიძლება წარმოიშვას;
  • ერთხელ გამოყენების შემდეგ კითხვის გარეშე გაუქმების  დაცვა- უქმდება;

მნიშვნელოვანი განცხადება!

 

სერვისის ბოროტად  გამოყენებს თავიდან ასაცილებლად,  თითოეულ პირს, რომელიც სარგებლობს კითხვის გარეშე გაუქმების  დაცვით, შეუძლია წარადგინოს  ორი მოთხოვნა 12 თვის განმავლობაში. მაქსიმალური თანხა ადამიანსა და შემთხვევაზე შეზღუდულია 1000 დოლარით და თითო მოთხოვნაზე დაიქვითება 100 დოლარი.

გამოტოვებული ფრენის დაცვა (ფრანშიზა 100 დოლარი). რა იფარება:

დამატებითი სატრანსპორტი ღირებულება ან შეცვლის საფასური ან საცხოვრებლისთვის გაწეული ხარჯები, რათა მიუსწრო დამაკავშირებელ ფრენას და  მიაღწიო საბოლოო დანიშნულების ადგილამდე. თუ გამოტოვებთ თქვეს მიერ წინასწარ დაჯავშნილ დამაკავშირებელ ფრენას, გაუქმების ან 3 ან მეტი საათით გადადების შემთხვევაში, თქვენს მიერ წინასწარ დაჯავშნილი თავდაპირველი მოგზაურობისას ან დაბრუნებისას, არახელსაყრელი ამინდის, მექანიკური შეფერეხების ან ტექნიკური წუნის გამო.

 

პირობები:

1.თქვენ უნდა დარეგისტრირდეთ ავიკომპანიის მიერ შემოთავაზებულ რეისზე და მიიღოთ წერილობითი თანხმობა დაგვიანებასა და გაუქმებაზე ტურ -ოპერატორებისა და გადამყვანის მიერ;

2.საჩივრისათვის თქვენ უნდა წარადგინოთ დამოუკიდებელი წერილობითი მტკიცებულება;

3. თქვენ უნდა გქონდეთ საკმარისი დრო დამაკავშირებელ რეისზე მისასვლელად;

რა არ იფარება:

1. გარემოებები, რომლებიც მოსალოდნელი იყო დაზღვევის ძალაში შესვლის დროისთვის;

2. საჰაერო ხომალდის მომსახურების გატანა (დროებით ან სხვანაირად)  სამოქალაქო ავიაციის ავტორიტეტების ან მსგავსი ორგანოს რეკომენდაციით ნებისმიერ ქვეყანაში;

3. ფორს მაჟორული ვითარებები, რომელიც ადამიანის ჩაურევლად მიმდირეობს-  ბუნებრივი კატასტროფები, წყალდიდობა, ქარიშხალი, ქარბუქი.

ასევე საპარლამენტო, კანონიერი თუ უკანონო გაფიცვები, ან ეროვნული დეკლარაციები, როგორიცაა არეულობა, რევოლუცია, სახელმწიფო გადატრიალება ან მსგავსი.

 შეზღუდვები:
1000 დოლარამდე  შემთხვევაზე

გამოქვითვა:

100 დოლარი ინციდენტზე