ქუქი ფაილების პოლიტიკა

ვებ-გვერდზე შესვლისა და მისი თვალიერების დროს, Sky-tours-მა შესაძლოა შეინახოს და დააფიქსიროს თქვენი IP მისამართები, მომხმარებლის არჩევანი და გამოყენებული მოწყობილობის ტიპი, რისი მიზანიცაა ვებ-გვერდზე სტუმრობის რაოდენობისა და მოძებნილი ინფორმაციის სტატისტიკის შეგროვება, თქვენზე უფრო მეტად მორგებული საძიებო არჩევანის შემოთავაზება და ინფორმაციის აღრიცხვა, რათა მომხმარებელმა შეძლოს სხვა მოწყობილობებიდანაც შესვლა.

რა არის ქუქი ფაილები ?

ქუქი ფაილები პატარა ფაილებია, რომლებიც თქვენს კომპიუტერშია შენახული. ისინი თქვენთვის სპეციფიკურ მცირე ინფორმაციას შეიცავენ და სერვერს საშუალებას აძლევენ, რომ თქვენზე მორგებული გვერდი მოგაწოდოთ თქვენს კომპიუტერში, მყარ დისკზე, სმარტფონში ან ტაბლეტში (შემდგომში ,,მოწყობილობა’’). შემდგომში, თუ თქვენ კვლავ ესტუმრებით ჩვენს ვებ-გვერდს, მას შეეძლება ქუქი ფაილების წაკითხვა და ამოცნობა. იგი უმთავრესად ჩვენი ვებ-გვერდის ფუნქციონირებასა და მისი ფუნქციონირების გაუმჯობესებას ემსახურება, ისევე როგორც ვებ-გვერდის მფლობელისათვის ბიზნეს და მარკეტინგული ინფორმაციის მიწოდებას.

 

ჩვენს ვებ-გვერდზე ქუქი ფაილების გამოყენების უფლებამოსილება

ჩვენი ვებ-გვერდის მთავარ გვერდზე ქუქი-ფაილების გამოყენების შესახებ შეტყობინების გამოჩენისა და ჩვენი ქუქი-ფაილების პოლიტიკის შესაბამისად, როდესაც თქვენ ათვალიერებს ჩვენს ვებ-გვერდს, თქვენ ეთანხმებით აქ აღწერილი ქუქი ფაილების გამოყენებას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც შეცვლით თქვენი ბრაუზერის პარამეტრებს იმგვარად, რომ შეუძლებელი გახდეს მათი გამოყენება. ეს მოიცავს, მაგრამ არ იზღუდება იმ ქმედებებით, რომელთაგან ნებისმიერი შეგიძლიათ შეასრულოთ ჩვენი ვებ-გვერდის დათვალიერებისას: დახუროთ ქუქი ფაილების შეტყობინება მთავარი გვერდზე, ჩამოჰყვეთ ვებ-გვერდს, დააწკაპოთ რაიმეზე და ა.შ.

 

რა ტიპის ქუქი ფაილებია გამოყენებული ჩვენს ვებ-გვერდზე

ჩვენი ვებ-გვერდი შეიძლება იყენებდეს შემდეგი სახის ქუქი ფაილებს, რომლებიც ან საკუთარია ან რომელიმე უფლებამოსილი მესამე მხარის კუთვნილება:

       ტექნიკური ქუქი ფაილები: ტექნიკური ქუქი ფაილები საჭიროა ვებ-გვერდის ეფექტურად ფუნქციონირებისათვის. ასეთი ფაილები დამახსოვრებადებია და მათი მოქმედების ვადა მხოლოდ დროებითია. ისინი არანაირ ინფორმაციას არ ინახავენ თქვენს კომპიუტერში მუდმივად. ისინი აუცილებელია მონაცემთა გადაადგილებისა და კომუნიკაციის სამართავად, კომპიუტერში შესასვლელად, რაიმეს შესასყიდად ან სხვა მსგავსი პროცესებისათვის.

        პერსონალიზაციის ქუქი ფაილები: ბრაუზერის ქუქი ფაილების მთავარი მიზანია, რომ არ შემოგთავაზოთ ისეთი რამ, რაც თქვენი ინტერესებში არ შედის. ისინი გთავაზობენ პერსონალურად თქვენზე მორგებულ კომერციულ წინადადებებს, როგორიცაა თქვენი შერჩეული ენა ან თქვენს მიერ უკვე განხორციელებული ძიებები.

 

ამგვარი ქუქი ფაილების სარგებლიანობა დაფუძნებულია თქვენი ინტერნეტ ბრაუზერის დროებით მონიტორინგზე. მომხმარებელს აქვს არჩევანი, რომ წაშალოს ასეთი ქუქი ფაილები ახალი გვერდის თვალიერების დაწყებამდე.

სტატისტიკური მიზნებითა და გადაადგილების გამოსათვლელად გამოყენებული ანალიტიკური ქუქი ფაილები: სტატისტიკური ქუქი ფაილები შესაძლებლობას გვაძლევს გავიგოთ, თუ რამდენად ხშირად სტუმრობენ დამთვალიერებლები ჩვენს გვერდს და რა არის მათ შორის ყველაზე პოპულარული. აქედან გამომდინარე, ჩვენ შეგვიძლია ყურადღება გავამახვილოთ ყველაზე პოპულარული ნაწილის გაუმჯობესებაზე და მომხმარებელს დავეხმაროთ იმის მარტივად პოვნაში, რასაც ეძებენ.

Sky-tours-მა თქვენი სტუმრობის შესახებ ინფორმაცია შეიძლება გამოიყენოს შეფასებების გაკეთებისათვის და ანონიმური მონაცემების შესახებ სტატისტიკური გათვლებისათვის, ისევე როგორც მომსახურების უწყვეტობის უზრუნველსაყოფად და ვებ-გვერდის გასაუმჯობესებლად. ეს ინფორმაცია არ იქნება გამოყენებული სხვა არანაირი მიზნით. Sky-tours-მა შეიძლება გამოიყენოს მესამე მხარის კუთვნილი ქუქი ფაილები.

სარეკლამო ქუქი ფაილები: ასეთი სახის ფაილები განაპირობებენ, რომ ჩვენს ვებ-გვერდზე ან სხვა გვერდებზე გამოჩენილი რეკლამები პერსონალურად თქვენზე იყოს მორგებული და თქვენს პრივილეგიებს ეფუძნებოდეს, მაგალითად, თქვენი ძიებების არეალი ან სხვა დათვალიერების ჩვევები. Sky-tours-მა შეიძლება გამოიყენოს მესამე მხარის კუთვნილი სარეკლამო ქუქი ფაილები.

სოციალური ქუქი ფაილები: ასეთი ქუქი ფაილები საშუალებას გაძლევთ, რომ გააზიაროთ ჩვენი ვებ-გვერდი ან დააწკაპოთ ფუნქციას ,,Like’’ სხვადასხვა სოციალურ ქსელებში, როგორიცაა Facebook, Twitter, Google+, YouTube და ა.შ, ასევე გეხმარებათ პლტფორმის თითოეულ ელემენტთან ურთიერთქმედებაში. ამ  ქუქი ფაილების გამოყენებისა და ინფორმაციის შეგროვების საკითხს არეგულირებს თითოეული პლატფორმის კონფიდენციალურობის პოლიტიკა.

პიქსელის თაგები: ეს ტექნოლოგია საშუალებას გვაძლევს, რომ მივყვეთ მომხმარებლის ქცევას როგორც ვებ-გვერდებზე, ასევე ელ-ფოსტებში.

Sky-tours-ის ქველა ქუქი ფაილების ხილვა ნებისმიერ დროს შეგიძლიათ თქვენს ბრაუზერში და მათი წაშლა.

 

ქუქი ფაილების მართვა

უნდა გახსოვდეთ, რომ იმ შემთხვევაში, თუ თქვენს მოწყობილობაზე ქუქი ფაილები ნაბადართული არაა, თქვენს მიერ ვებ-გვერდის გამოყენება შეიძლება შეიზღუდოს, შესაბამისად, გადაადგილება და მომსახურების გამოყენება.

თქვენ ასევე გაქვთ შესაძლებლობა, რომ ნებისმიერ დროს გააუქმოთ Sky-tours-ისთვის მიცემული თანხმობა, რომ გამოიყენოს ქუქი ფაილები. ეს შესაძლებელია თქვენი ბრაუზერის კონფიგურაციით, როგორც ქვემოთაა აღწერილი:

-Microsoft Internet Explorer, შემდეგ ‘’Tools’’, აირჩიეთ ‘’Internet Options’’ და შემდეგ ‘’Privacy’’.

- Firefox, Mac-ის მომხმარებლებისათვის, "Preferences", აირჩიეთ "Privacy" და შემდეგ "Show Cookies". Windows-ის მომხმარებლებისათვის, "Tools", აირჩიეთ "Options", შემდეგ "Privacy" და ბოლოს "Use custom settings for history".

- Safari, "Preferences", შემდეგ აირჩიეთ "Privacy".

- Google Chrome, "Tools", აირჩიეთ "Options" ("Preferences" იმ შემთხვევაში, თუ Mac-ის მომხმარებელი ხართ), შემდეგ "Advanced" და ბოლოს "Content Settings" განყოფილება Privacy-ის ქვემოთ და დააწკაპეთ "Cookies" "Content Settings"-ის დიალოგურ ფანჯარაში.