წესები და რეგულაციები

გაუქმებები

ტარიფიდან გამომდინარე, ავიაკომპანია არ იძლება ფრენის გაუქმების ნებართვას. ყველაზე  დაბალბიუჯეტიანი კომპანიები არ იძლევიან რაიმე სახის ცვლილების ნებართვას და გაუქმების დანახარჯი 100 %- ით ბილეთის ფასის ტოლია. ამას გარდა, Sky-tours-ზე რეზერვაციისთვის გადახდილი სერვისის საფასური არაა ანაზღაურებადი არანაირ შემთხვევაში. თქვენ შეგიძლიათ მოითხოვოთ ანაზღაურება, თუ ავიაკომპანია ითვალისწინებს ამას, ანაზღაურების მომსახურების საფასური ერთი ბილეთისათვის 55დოლარი/50 ევრო ჩამოიჭრება Sky-tours-ზე. ამასთანავე,  სხვა ხარჯი შეიძლება ჩამოიჭრას ავიაკომპანიის მიერ. გაუქმების მოთხოვნისათვის, გთხოვთ, გახსნათ მხარდაჭერის ბილეთი აქ : http://www.sky-tours.com/support/ ან გააგზავნოთ ელ-ფოსტა მისამართზე:  support@sky-tours.com

ცვლილებები

ავიაკომპანიები ცვლილებებისათვის აჭრიან თანხას. გარდა ამ ხარჯებისა, Sky-tours აკისრებს თითოეულ ადამიანს 55დოლარი/50 ევროს. თუმცა მაინც გვინდა შეგახსენოთ, რომ ტარიფიდან გამომდინარე, ავიახაზებმა შეიძლება არ დაგრთონ ცვლილების ნებართვა. გაუქმების გასაგზავნად, გთხოვთ, გახსენით მხარდაჭერის ბილეთი აქ: http://www.sky-tours.com/support/ or send an email to support@sky-tours.com

საფრენი დოკუმენტაცია

 იმისათვის რომ გაფრინდეთ, უნდა წარადგინოთ საჭირო ოფიციალური დოკუმენტაცია (პასპორტი, პირადობის მოწმობა, ვიზა და ა.შ). გარდა პასპორტისა, ზოგიერთ ქვეყანას ესაჭიროება ვიზა.

სპეცილური ადმინისტრაციული ხელმძღვანელობა გაცნობებთ იმ ფორმალობების შესახებ, რომელიც გჭირდებათ უსაფრთხო მოგზაურობისათვის. ფორმალობების შევსება თქვენი პასუხისმგებლობაა. თქვენ არ შეგიძლიათ მოითხოვოთ ანაზღაურება, თუ ჩასხდომა აგეკრძალათ საჭირო დოკუმენტაციის წარუდგენლობის გამო.(პასპორტი, ვიზა, ვაქცინაციის ცნობა).  მგზავრის პასუხისმგებლობაა თან ჰქონდეს ყველა საჭირო დოკუმენტაცია.

ელექტრონული ბილეთები

ელექტრონული ბილეთი პირდაპირ აისახება ავიაკომპანიის სისტემაში. თქვენ ვერ მიიღებთ ბეჭდურ ბილეთს, თუმცა გამოგეგზავნებათ ამოსაბეჭდი ლინკი, თუ გსურთ რომ ამობეჭდოთ. თქვენ უბრალოდ უნდა მიხვიდეთ აეროპორტში ოფიციალური დოკუმენტით (პირადობის მოწმობა ან პასპორტი), ასევე თან იქონიოთ რეზერვაციის ნომერი და მიხვიდეთ ავიაკომპანიის სარეგისტრაციო დახლთან ჩასხდომის ბილეთის მისაღებად.

განრიგის ცვლილებები

ავიაკომპანიები პერიოდულად  ცვლიან განრიგს. ერთპიროვნულად მგზავრის პასუხისმგებლობაა შეამოწმოს ფრენის დრო და გადაამოწმოს ჯავშანი გაფრენამდე 72 საათის განმავლობაში. ამავდროულად, უნდა შეამოწმოთ ჯავშანის სტატუსი ლინკით, რომელიც გამოგზავნილი იქნება ელექტრონული ფოსტით დადასტურების შემთხვევაში ან ჩვენი ვებ გვერდის გამოყენებით, თქვენ დაგჭირდებათ ჯავშნის ნომერი და ჯავშანში აღნიშნული გვარი. თუ თქვენი ფრენის განრიგი შეიცვალა, თქვენ უნდა დაუკავშირდეთ ჩვენს 24/365 -ზე მხარდაჭერის ცენტრს. Sky-tours არ იქნება პასუხსიმგებელი თქვენ მიერ გამოტოვებულ ფრენაზე ავიახაზების განრიგის ცვლილების გამო.

რეზერვაციის სახელები

ყველა რეზერვაციაში აღნიშნული უნდა იყოს მგზავრის  სახელი და არა ზედმეტსახელი. საერთაშორისო ფრენებისათვის, რეზერვაციაში აღნიშნული სახელი პასპორტის იდენტური უნდა იყოს. სახელის ცვლილება არ არის შესაძლებელი: ჩვენ ვალდებული ვართ გავაუქმოთ ბილეთი და გამოვცეთ ახალი. ფორმალობამ შესაძლოა გამოიწვის ბილეთის თანხის დაკარგვა, და  საუკეთესო შემთხვევაში, ავიარეისის გაუქმებისა და მომსახურების  და Sky-tour-ის ფასების დანახარჯი. პირველი რეისის გაფრენის შემდეგ გამოუყენებელ ბილეთს არ აქვს არანაირი ღირებულება.

ადგილების მინიჭება და საკვები

 სასურველი ადგილებისა და სპეციალურად შეკვეთილი საკვების შესახებ ინფორმაცია გადაეცემა ავიახაზებს, მაგრამ მათი დაკმაყოფილება არ არის გარანტირებული. ადგილები ერთად მიმავალი მგზავრებისათვის ავტომატურად შეირჩევა ისე, რომ პირველად დარეგისტრირებულ მგზავრთან ახლოს იყოს, დარეგისტრირების დროისათვის დარჩენილი ხელმისაწვდომი ადგილების გათვალისწინებით.

მოგზაურობის დანიშნულების ადგილები

მოგზაურობის უმეტესობა საერთაშორისო დანიშნულების ადილების ჩათვლით სრულდება ინციდენტების გარეშე,თუმცა  ზოგიერთ ადგილას მოგზაურობა  მეტ რისკს შეიცავს, ვიდრე სხვა ადგილას. Sky-tours მოუწოდებს მგზავრებს, რომ საერთაშორისო მოგზაურობის დაწყებამდე გადახედონ სამგზავრო აკრძალვებს, გაფრთხილებებს, განცხადებებსა და კონსულტაციებს, რომელიც მომზადებულია ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის მიერ. ინფორმაცია სხვადასხვა ქვყენებში არსებული მდგომარეობის შესახებ და კონკრეტული დანიშნულების ადილას არსებულ რისკებზე შეგიძლიათ იპოვოთ ვებ გვერდებზე:

www.state.gov, www.tsa.gov, www.dot.gov, www.faa.gov, www.cdc.gov,www.treas.gov/ofac and www.customs.gov.

რაიმე საერთაშორისო ადგილის შემოთავაზებისას, Sky-tours არ იძლევა იმის გარანტიას რომ მოგზაურობა ასეთ ადგილებში მიზანშეწონილია ან არ არის საფრთხის შემცველი და ის არ არის პასუხისმგებელი არანაირ ზიანსა და დანაკარგზე,  რომელიც შეიძლება მოგზაურობამ გამოიწვიოს.

გადახდები

Sky-Tours იღებს ვიზას, მასტერქარდს და ამერიქენ ექსპრესის საკრედიტო ბარათებს უმეტეს ქვეყნებში და ხშირ შემთხვევაში თქვენ გეძლევათ საშუალება, რომ გადაიხადოთ ბიტკოინით თქვენი ბანკის ანგარიშიდან. ბილეთის საფასური ყოველთვის ევროში ან დოლარშია და ჩამოიჭრება ჩვენს ვებ გვერდზე მგზავრის მიერ  შერჩეულ ვალუტაში . Sky-Tours ვერ აკონტროლებს ვალუტის კონვერტაციის დანახარჯებს მომხმარებელთა ბანკებში.