წესები

გთხოვთ, წაიკითხეთ გამოყენების წესები  ("წესები") ყურადღებით, სანამ დაიწყებთ საიტის გამოყენებას ("საიტი")

საიტი 

ვებ-საიტს ფლობს Big Sky Group S.A, d/b/a/  Skytours, რომელიც მართავს მას და რომელიც დარეგისტრირებულია ანდორას სამთავროში სარეგისტრაციო ნომრით 13379  llibre S-187  Foli 391-400, მისი მისამართია: ავინგუდა სენთ ანტონი 78-19, ლა მასსანა. Skytours არის აკრედიტირებული ტურისტული სააგენტო. ის არის წევრი რიგი გაერთიანებებისა. მათ შორისაა: IATA (ავიაკომპანიების საერთაშორისო გაერთიანება), ASTA (ტურისტული კომპანიები ამერიკული საზოგადოება), DRV (გერმანიის ტურისტული სააგენტოების ასოციაცია), SRF (შვედეთის სამოგზაურო ასოციაცია). 

ამ საიტის გამოყენებით თქვენ ხელს აწერთ ხელშეკრულებას, რომელიც გავალდებულებთ ამ წესებისა და პირობების შესრულებას. 

ჩვენ ვიტოვებთ უფლებას, რომ ჩვენი შეხედულებისამებრ, შევცვალოთ, განვაახლოთ, დავამატოთ ან ამოვაკლოთ რაიმე ნაწილი ამ წესებს ნებისმიერ დროს. გთხოვთ, პერიოდულად აკონტროლეთ ცვლილებები. ამ წესებში ცვლილებების შემდეგ (მათ შორის ჩვენი ,,კონფიდენციალურობისა და ქუქი ფაილების პოლიტიკა'') თქვენს მიერ საიტის გამოყენების გაგრძელება წარმოადგენს ამ ცვლილებებზე თქვენს სავალდებულო თანხმობას. 

ყოველგვარი გაფრთხილებისა და პასუხისმგებლობის გარეშე, ჩვენ შეიძლება შევცვალოთ საიტის სრული შინაარსი ან მხოლოდ მისი ნაწილი, მათ შორის, მაგრამ ამით არ შემოიფარგლება, პროდუქტები, პროგრამები, ან/და მომსახურება, რომელიც აღწერილია ან რომელსაც საიტი გვთავაზობს. 


საავტორო უფლებები და ლიცენზიები 

საიტზე არსებული ყველა მასალა და შინაარსი, მათ შორის, მაგრამ არ შემოიფარგლება, სურათები, ილუსტრაციები, აუდიო და ვიდეო ჩანაწერები დაცულია საავტორი უფლებებით, სასაქონლო ნიშნებით, მომსახურების ნიშნებით ან/და ინტელექტუალური საკუთრების უფლებებით (,,ინტელექტუალური საკუთრება''). ,,ინტელექტუალური საკუთრებას'' განაგებს და იცავს ევროპის/ამერიკისა და მსოფლიოს მასშტაბით არსებული საავტორო უფლება, სასაქონლო ნიშანი ან/და სხვა ინტელექტუალური საკუთრების კანონები და ხელშეკრულების დებულებები, კონფიდენციალურობისა და საჯაროობის კანონები, საკომუნიკაციო რეგულაციები და წესდებები. ,,ინტელექტუალურ საკუთრებას'' ვფლობთ და ვმართავთ ჩვენ ან სხვა მხარეები, რომელთაც მოგვცეს მათი ინტელექტუალური საკუთრების გამოყენების უფლებაზე ლიცენზია და უფლება, რომ ბაზარზე გავიტანოთ მათი პროდუქტები ან/და სერვისები (ერთობლივად ,,მომწოდებლები''). 

,,ინტელექტუალური საკუთრება'' გათვალისწინებულია მხოლოდ თქვენი პირადი, არა-კომერციული გამოყენებისათვის. თქვენ ეთანხმებით, რომ დაიცავთ ყველა დამატებით საავტორო უფლებას, ინფორმაციას ან შეზღუდვებს, რომელსაც შეიცავს საიტის ნებისმიერი მასალა ან შინაარსი. თქვენ შეგიძლიათ ჩამოტვირთოთ ნებისმიერი ინტელექტუალური საკუთრება მხოლოდ თქვენი პირადი და არა-კომერციული გამოყენებისათვის, ამ წესების შესამისად, იმ პირობით, რომ შეინარჩუნებთ ყველა საავტორო და სხვა შეტყობინებებს, რომლებიც შეიცავენ ინტელექტუალურ საკუთრებას. თქვენ არ შეგიძლიათ გააკეთოთ ასლი, ხელახლა აწარმოოთ, ხელახლა გამოაქვეყნოთ ან ატვირთოთ, გაგზავნოთ, გადასცეთ, გაანაწილოთ ან/და გამოიყენოთ ნებისმიერი ინტელექტუალური საკუთრება ნებისმიერი ფორმით (მათ შორის, ელ-ფოსტის ან სხვა ელექტრონული საშუალების გამოყენებით) ჩვენთან ან მომწოდებლებთან წინასწარი წერილობითი თანხმობის გარეშე. ნებისმიერი ინტელექტუალური საკუთრების ცვლილება ან გამოყენება ნებისმიერი სხვა მიზნით არის საავტორო უფლებების, სასაქონლო ნიშნებისა და სხვა მესაკუთრეობის უფლებების დარღვევა. ნებისმიერი ინტელექტუალური საკუთრების გამოყენება სხვა საიტებზე ან ქსელურ კომპიუტერებში ან საიტის არაუფლებამოსილი ბმულების შენარჩუნება აკრძალულია ამ წესებით. 

საიტზე გამოყენებული ყველა პროგრამული უზრუნველყოფა, აპლიკაცია და მოდულები (ერთობლივად ,,პროგრამული უზრუნველყოფა'') არის სხვა მხარეების პატენტი ან მათ მიერ ჩვენთვის ლიცენზირებული (,,პროგრამული უზრუნველყოფის მომწოდებლები'', მომწოდებლებთან და ,,მომწოდებლებთნ'' ერთად). თქვენ არ შეგიძლიათ ხელახლა აწარმოოთ, შეატრიალოთ მექანიზმი, მათგან აწარმოოთ, საპირისპიროდ ააწყოთ ან შეადგინოთ, გაყიდოთ, გაასხვისოთ, გაანაწილოთ, გააქირაოთ, გადასცეთ ან შეცვალოთ საიტზე არსებული ნებისმიერი პროგრამული უზრუნველყოფის პროგრამა. 

ევროპული/ამერიკული კანონები აკონტროლებენ პროდუქტებისა და ინფორმაციის ექსპორტს. თქვენ ეთანხმებით, რომ დაემორჩილებით ამ შეზღუდვებს და არ აწარმოებთ ინტელექტუალური საკუთრების ექსპორტს ან ხელახალ ექსპორტს სხვა ქვეყნებში ან სხვა პირებთან, რომელიც აგრძალულია ევროპული/ამერიკული/ექსპორტის საკოტროლებელი კანონების მიერ. ინტელექტუალური საკუთრების ნებისმიერი ნაწილის გამოყენებით, ასლის გაკეთით ან ჩამოტვირთვით თქვენ წარმოადგენთ, რომ არ იმყოფებით იმ ქვეყანაში, რომელშიც ასეთი სახის ექსპორტი აკრძალულია, რომ თქვენ არ ხართ აშშ-ს სავაჭრო დეპარტამენტის უარის თქმის ბრძანებების ცხრილში ან აშშ-ს სახაზინო დეპარტამენტის სპეციალურად განსაზღვრულ ეროვნებათა სიაში და რომ არ უზრუნველყოფთ, რომ ნებისმიერ ამ სიტუაციაში მყოფ ადამიანს ჰქონდეს ინტელექტუალურ საკუთრებაზე წვდომა. 


მონაცემთა დაცვა 

Sky-tours ემორჩილება ანდორას კანონმდებლობას პირადი მონაცემების დაცვის საკითხში (,,ანდორას უფლებამოსილი კანონი '' 15/2003, 18 დეკემბერი და 2010 წლის 9 ივნისის ,,ანდორას მონაცემთა დაცვის სააგენტოს რეგულაციები''), ეთანხმება ორგანული კანონის რეგულაციების  განხორციელებას და სხვა მოქმედი კანონმდებლობისა და იძლევა გარანტიას, რომ კანონიერად დაამუშავებს და გამოიყენებს მომხმარებელთა პირად მონაცემებს. ამის განსახორციელებლად, ნებისმიერი ფორმა, რომელიც აგროვებს მომხმარებელთა პირად მონაცემებს იმ მომსახურებაში, რომელიც შეიძლება მომხმარებელმა მოითხოვოს Sky-tours-დან, მომხმარებელს ატყობინებს მონაცემთა დამუშავების პირობების შესახებ თითოეულ შემთხვევაში და ითხოვს მათ თანხმობას. ანალოგიურად, Sky-tours აქვე აცხადებს, რომ ის ემორჩილება ანდორას შემდეგ კანონებს: 13 ივნისის 12/2013, ვაჭრობის შესახებ; 13 ივნისის 13/2013, ეფექტური კონკურენციისა და სამომხმარებლო დაცვის შესახებ; და 16 ოქტომბრის 20/2014, ელექტრონული შესყიდვების რეგულირება და ოპერატორები, რომლებიც თავიანთ ეკონომიკურ საქმიანობას წარმართავენ ციფრულ სივრცეში. ის ყოველთვის ითხოვს მომხმარებლების თანხმობას, რომ გამოიყენოს მათი ელ-ფოსტის მისამართები კომერციული მიზნებისათვის. 

ამას გარდა, Sky-tours ასევე ემორჩილება GDPR-ს (ევროკავშირის მონაცემთა დაცვის რეგულაციას). 


მომხმარებლისაგან გაგზავნილი ინფორმაცია 

ნებისმიერი ინფორმაცია, რომელსაც გვიგზავნით, ელ-ფოსტა, ფორმა, წერილობითი შეტყობინება, იდეა ან/და შემოთავაზება, ხდება მხოლოდ ჩვენი საკუთრება და გადმოცემულია თქვენი რისკის ქვეშ. თქვენ აქვე ადასტურებთ და გარანტიას იძლევით, რომ გაქვთ წინამდებარე ინფორმაციის ჩვენთვის გადმოცემის უფლება. ჩვენ კლიენტთა მომსახურების კითხვებს ვუპასუხებთ ჩვენი ,,კონფიდენციალურობის პოლიტიკის'' შესაბამისად. 

თქვენ მკაცრად გეკრძალებათ საიტზე ისეთი მასალის ატვირთვა, რომელიც შეიცავს ნებისმიერ  ვირუსს, ,,ჭიას'', ,,ტროას ცხენს'', დროის ბომბს ან მსგავს დამაბინძურებელ და დესტრუქციულ მახასიათებელს. 

საუკეთესო ფასის ტექნოლოგია 

ჩვენი დაჯავშნის მექანიზმი იყენებს ხელოვნულ ინტელექტს, რომელიც ბაძავს რეალურ ტურისტულ აგენტებს და პოულობს საუკეთოსო ფასებსა და კავშირებს. ბილეთების გაცემის ჩვენი 30 წლიანი ცოდნა და გამოცდილება ეფუძნება ამ ახალ ავტომატიზირებულ ტექნოლოგიას. ჩვენ ზოგჯერ ვყოფთ ფრენას და ერთმანეთს ვუკავშირებთ ორ ინდივიდუალურ ფრენას ან ვიყენებთ სხვა რაიმე კრეატიულ ალგორითმს, რათა უფრო იაფი ბილეთით მოგემსახუროთ. აგრეთვე, თუ თქვენ გჭირდებათ მხოლოდ ერთი გზის ბილეთი, მაგრამ ის უფრო ძვირია, ვიდრე ორი გზა, ჩვენ ვჯავშნით და ვამზადებთ ორი გზის ბილეთს, საიდანაც თქვენ მხოლოდ ერთს იყენებთ. 
ჩვენ მუდმივად ვანახლებთ და ვაუმჯობესებთ ჩვენს სისტემას და ვამაყობთ, რომ ყველაზე განვითარებული დაჯავშნის სისტემა გვაქვს ინტერნეტში. 

ბილეთის ყიდვა და საფასური 

თქვენ იხდით თქვენს მიერ არჩეულ ვალუტაში. ჩვენთან შესაძლებელია 59 სხვადასხვა ვალუტაში გადახდა. თუ თქვენი ვალუტაა არაა ჩამონათვალში, მაშინ საფასურის გადახდა განხორციელდება ევროში. 

გარკვეულ პირობებში, საზღვრის გადაკვეთის გამო, საკრედიტო ბარათი გადახდის დროს მომხმარებელს შეიძლება დაეკისროს დამატებითი გადასახადი, რომელიც დაკისრებულია მათი ადგილობრივი ბარათის გამომცემების მიერ. საკრედიტო ბარათის გადასახადთან დაკავშირებული ნებისმიერი კითხვა განხილული უნდა იყოს ბარათის გამომშვებთან. 


ფრენები 

ჩვენ ვთხოვთ და ვთავაზობთ ყველა მომხმარებელს, რომ ხელახლა დაადასტურონ თავისი ფრენა თავდაპირველი გამგზავრების თარიღამდე 24 საათით ადრე. ავიახაზებმა შეიძლება შეცვალონ ან გააუქმონ ფრენის განრიგი უსაფრთხოების მიზეზებიდან გამომდინარე, Sky.tours.com ვერ აკონტროლებს ავიახაზების გადაწყვეტილებებს და პასუხისმგებელი არაა არანაირ დანაკარგზე, რომელიც შეიძლება გამოიწვიოს ავიახაზების ქმედებამ. 

ზოგი ავიახაზი არ აბრუნებს თანხას, თუ ცვლილება არ აღემატება 90 წუთს. ყველა ძირითადი ცვლილება, რომელიც 90 წუთს მიღმაა, მგზავრის არჩევანზე დამოკიდებული და შეიძლება არ მიიღონ დაზინებული ფრენის ანაზღაურება. 

იმ შემთხვევაში, თუ თუ თქვენი მარშრუტი რამდენიმე ფრენას შეიცავს, სხვა ავიაკომპანიებმა შეიძლება არ აიღონ პასუხისმგებლობა სხვა კომპანიის ცვლილებაზე/გაუქმებაზე, მიუხედავად იმისა, რომ მთლიანი მოგზაურობა გაქვთ ერთად დაჯავშნილი ან კომუნიკაცია მიღწეულია. ეს შესაძლოა აკმაყოფილებდეს არა-დაზიანებული გადამყვანის მგზავრობის საფასურის ძირითად წესებს. 

Sky-tours.com, თქვენი ჯავშნის სააგენტო, მიჰყვება ავიახაზის წესებს და პასუხისმგებელი არაა იმ დანაკარგზე, რომელიც შეიძლება გამოწვეული იყოს სხვა გადამყვანის მიერ. 


გაუქმება & განრიგის ცვლილებები

იმ შემთხვევაში, თუ თქვენი ფრენის ძიებაში შედის იაფი ავიაკომპანიები, ჩვენს მოვძებნით იაფი ავიაკომპანიების მონაცემთა ბაზას, შემდეგ თუ თქვენ ყიდვას გადაწყვეტთ, ჩვენ თქენი სახელით წარვმართავს დაჯავშნის პროცესს პირდაპირ ავიახაზთან. თქვენ დაკავშირებული იქნებით შესაბამის დაბალ-ფასიან ავიაკომპანიასთან და დაემორჩილებით მათ წესებსა და პირობებს. ზოგადად, დაბალ-ფასიანი ავიაკომპანიების ბილეთები არადაბრუნებადია და მასში ცვლილებების შეტანა შესაძლებელი არაა. თუმცა ზოგიერთი ავიაკომპანია თავის კლიენტებს სთავაზობს მოსახერხებელი გაუქმებისა და დაბრუნების მომსახურებას. 

თუ ფრენის გაუქმება ან რაიმე ცვლილება გჭირდებათ, გთხოვთ, დაუკავშირდით პირდაპირ ავიაკომპანიას, რადგანაც ჩვენ მხოლოდ ფასების შედარებას, ჯავშანს და გადახდის მომსახურებას გთავაზობთ. 

ჩვენი წესების გარდა, სხვა ავიაკომპანიის წესები და პირობები უნდა მოერგოს თქვენს მარშრუტს. 

დაბალ-ფასიანმა ავიახაზებმა შესაძლოა დამატებითი გადასახადი მოითხოვონ დასარეგისტრირებელი ბარგისთვის, აეროპორტის რეგისტრაციისთვის, ადგილის არჩევისთვის, ფრენის დროს სხვადასხვა კომფორტის საშუალებებზე (თუ შესაძლებელია), საკვებზე, სასმელზე, წახემსებაზე და ა.შ. ნებისმიერი გადასახადი ასეთი სახის დამატებით მომსახურებაზე არ შედის ბილეთის ფასში, თუ სხვა რამ არაა მითითებული. დაჯავშნის დროს ყოველთვის არ ხერხდება გადასახადებზე სრულყოფილი დეტალების მოწოდება, ამიტომ თქვენ შესაბამისი ავიახაზის ვებ-გვერდზე უნდა შეამოწმოთ ინფორმაცია ნებადართული ბარგის შესახებ. ჩვენ არ ვიღებთ პასუხისმგებლობას ნებისმიერ დამატებით გადასახადზე და გირჩევთ, რომ შესაბამის ავიახაზს დაუკავშირდეთ დამატებითი მომსახურების დასამატებლად და გადასახადის დასადასტურებლად. 


უფასო დახმარების გაწევა თქვენი მგზავრთა უფლებების დასაცავად 

ჩვენ ხელი გვაქვს მოწერილი მესამე მხარის დაცვის სამსახურთან, რომ დავიცვათ თქვენი უფლება კომპენსაციაზე.თუ თქვენი ფრენა გადაიდო ან გაუქმდა, AirHelp შეგატყობინეთ, შემოგთავაზებთ, რომ თქვენი წარმომადგენელი იყოს და ავიახაზ(ებ)ისაგან მოითხოვოს კომპენსაცია. 

ამ წესებსა და პირობებზე დათანხმებით, თქვენ ეთანხმებით, რომ მიაწოდოთ თქვენი საკონტაქტო ინფორმაცია შეზღუდულ კომპანიას AirHelp-ს, რომელიც რეგისტრირებულია ჰონგ კონგში რეგისტრირებული ოფისის მისამართით ამტელ ბილდინგის 9ბე, 148 დეზ ვუექს როუდ ცენტრალი, ცენტრალი, ჰონგ კონგი 9B Amtel Building, 148 Des Voeux Road Central, Central, Hong Kong (CB No. 1926223, BR No. 61625023-000) და რომელმაც შეიძლება დაგიკავშირდეთ და შემოგთავაზოთ აღსრულების სერვისებთან დაკავშირებული მომსახურება. 

იმ შემთხვევაში, თუ თქვენ არ გსურთ ჩვენი აღსრულების სერვისები, გთხოვთ, გვაცნობეთ და ჩვენ შევწყვეტთ მათ დებულებას.  იმ შემთხვევაში, თუ თქვენგან არ მივიღეთ შეტყობინება, რომ არ ეთანხმებით ამ დებულებას იმ სიტუაციიდან 30 დღის განმავლობაში, რომელიც ჩივილის უფლებას გაძლევთ, ჩვენ ჩავთვლით, რომ თქვენ გსურთ ამგვარი მომსახურება და შესაბამისად, დავიწყებთ შესაბამის გადამზიდ(ებ)თან ჩივილის პროცესს. 


მგზავრობის საფასურის გარანტია 

ბილეთის ყიდვამდე ფასი გარანტირებული არაა. გადახდის მეთოდის ნამდვილობის შესამოწმებლად, ჩვენ ვიყენებთ რამდენიმე შემოწმების მეთოდს, რათა თავიდან ავირიდოთ რაიმე სახის თაღლითობა ჩვენს ვებ-გვერდზე. ავიახაზებს მთელი მსოფლიოს მასშტაბით აქვთ ბილეთების გაყიდვის უფლება, რამაც შეიძლება გამოიწვიოს ამ საფასური მქონე ყველა ბილეთის გაყიდვა, სანამ ვერიფიკაციის პროცესი მიმდინარეობს. 


სამართლებრივი პასუხისმგებლობა 

საიტი შეიძლება შეიცავდეს ბმულებს, რომლებიც ჩვენს მიერ არაა მხარდაჭერილი. ჩვენ ყველანაირად ვცდილობთ, რომ მხოლოდ იმ ელექტრონულ ბმულებს შეიცავდეს, რომლებიც აკმაყოფილებენ ჩვენს მომხმარებლებს და უსაფრთხოა, მიუხედავად ამისა, ყოველთვის ვერ ვაკონტროლებთ, თუ რა სახის მასალაა განთავსებული ამგავრ საიტებზე. ეს ბმულები მხოლოდ თქვენი კომფორტისთვისაა განთავსებული. ჩვენ ყოველთვის არ ვადასტურებთ იმ მასალას, რომელიც ასეთ საიტებზე გამოჩნდება. ჩვენ არ ვართ პასუხისმგებელი და არანაირად არ წარმოვადგენთ ამგვარი საიტების შინაარსს. თუ გადაწყვეტთ, რომ გადახვიეთ რომელიმე მესამე მხაარის საიტის ბმულზე, ეს მხოლოდ თქვენი პირადი რისკი იქნება. 

კონფიდენციალურობისა და ქუქი ფაილების პოლიტიკა 

თქვენ წაიკითხეთ ჩვენი კონფიდენციალურობისა და ქუქი ფაილების პოლიტიკა, წესები, რომლებიც აქაა გაერთიანებული და ეთანხმებით მათ. 
გარანტიებზე უარის თქმა 
საიტის მიერ მოწოდებული მასალები ისეა მოწოდებული, ,,როგორც არის''. სრულყოფილად რომ ვთქვათ, შესაბამისი კანონის ნებართვით, ჩვენ, ჩვენი მომწოდებლები და ჩვენი დისტრიბუტორები, უარს ვამბობთ გარანტიის მიცემაზე, რომელიც გამოხატულია ან გულისხმობს, მათ შორის, მაგრამ არ იფარგლება: (1) ვაჭრობის, კანონის არდარღვევის, კონკრეტული მიზნის შესაბამისად განხორცილების და საიტზე განთავსებული ნებისმიერი სერვისისა და მასალის სახელდების ნაგულისხმევ გარანტიას; (2) ნებისმიერი გარანტია, რომ სერვისებისა და მასალების ფუნქციონირება უწყვეტი და შეცდომებისაგან თავისუფალი იქნება, რომ დეფექტი გამოსწორდება და რომ საიტი ან სერვერი ვირუსებისაგან ან სხვა საშიში კომპონენტებისაგან თავისუფალი იქნება; (3) ნებისმიერი გარანტია, რომელი უკავშირდება საიტის მიერ მოწოდებული სერვისებისა და მასალების გამოყენებას ან გამოყენების შედეგებს სისწორის, სიზუსტის, სანდოობის, დროულობის ან სხვა რაიმეს თვალსაზრისით. მხოლოდ თქვენ აგებთ პასუხს  გადასახადზე, რომელიც  შეიძლება წარმოიშვას თქვენს მიერ საიტის გამოყენების გამო. შესაბამისი კანონი შეიძლება არ იძლეოდეს ნაგულისხმევი გარანტიების გამორიცხვის ნებართვას, ამიტომ ზემოთ ხსენებული გამორიცხვა შეიძლება თქვენ არ გეხებოდეთ. 

პასუხისმგებლობის შეზღუდვა 

არანაირი გარემოების დროს, მათ შორის, მაგრამ არ იფარგლება, დაუდევრობით, არც ჩვენ და არც ჩვენი პროვაიდერები ან დისტრიბუტორები არ ვართ პასუხისმგებელნი არანაირ ვირუსზე ან ზიანზე, რომელმაც შესაძლოა დააზიანოს თქვენი კომპიუტერი ან სხვა კერძო საკუთრება ჩვენს ვებ-გვერდზე თქვენს ანგარიშზე წვდომისას, ნებისმიერი მასალის, მონაცემის, ფოტოს, ვიდეოს, ან სხვა საიტზე განთავსებული ინფორმაციის გადმოწერისას.  არც ერთ შემთხვევაში ჩვენ ან ჩვენი პროვაიდერები ან დისტრიბუტორები არ ვართ პასუხისმგებელნი რაიმე ზიანის, დანაკარგის,  ზარალის ან  განსაკუთრებული , ირიბი,  სადამსჯელო,  შემთხვევითი, არაპირდაპირი ზიანის ან ნებისმიერი სხვა სახის ( ჩათვლით, მაგრამ არ შემოიფარგლება დანაკარგებითა და მოგების დაკარგვით), მიუხედავად იმისა არის თუ არა კონტრაქტში კანონდარღვევა, მკაცრი პასუხისმგებლობა, ან სხვა რაიმე, რომელიც შეიძლება წამოიჭრას ან დაკავშირებული იყოს  ვებ-გვერდზე განთავსებული მასალის გამოყენებასთან ან გამოუყენებლობასთან, ამგვარი ზიანის ალბათობის არსებობს შემთხვევაში. არც ერთ შემთხვევაში ჩვენი ერთობლივი პასუხისმგებლობა, ან ჩვენი პროვაიდერები ან დისტრიბუტორები არ იქნებიან იმაზე მეტად პასუხისმგებელნი, რაც მითითებულია აღნიშნულ ვალდებულებაში. ნებისმიერი მოთხოვნა ან  ქმედების მიზეზი, რომელიც წარმოიშვება, ან დაუკავშირდება, თქვენს წვდომასა და გამოყენებას, ან პროდუქციის და სერვისის შეკვეთას, გვერდმა უნდა განიხილოს ერთი (1) წლის ვადაში იმ დროიდან, როდესაც ასეთი მოთხოვნა ან ქმედება წარმოიშვა ან შეკვეთა განხორციელდა. შესაბამისი კანონი ვერ შეზღუდავს ან გამორიცხავს პასუხისმგებლობას შემთხვევითი ან ირიბი ზიანის დროს, ასე რომ, ზემოთ აღნიშნული შეზღუდვა ან გამორიცხვა შესაძლოა თქვენზე არ მოქმედებდეს. საიტის გამოყენებაზე თქვენი პირადი რისკის ქვეშ იქნება. 

ვებ-გვერდი, როგორც შუამავალი 

ჩვენ ვმოქმედებთ, როგორც შუამავალი ან აგენტი მოგზაურობასთან დაკავშირებული პროდუქტების, ან/და სერვისის რეკლამირების, გაყიდვის ან რეზერვაციის დადასტურების ან ასეთი პროდუქციის დაჯავშნის და/ან სერვისების მომწოდებლებისათვის (როგორიცაა საჰაერო და სახმელეთო გადაზიდვა, სასტუმროს პირობები, საკვები, ტურები, კრუიზები, სამოზგაურო დაზღვევა და ა.შ). ჩვენ არ ვიღებთ პასუხისმგებლობას კონტრაქტის დარღვევაზე ან რაიმე ქმედების ან უმოქმედობის ასეთი მომწოდებლების მხრიდან, რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს თქვენი ან/და თქვენი კომპანიონ(ებ)ის ზარალი, ზიანი, დაგვიანება. ჩვენ ვერ გაძლევთ გარანტიას მომწოდებლების ტარიფებზე, დაჯავშნაზე, რეზერვაციებზე და სხვა საფასურის პირობებზე.

ჩვენ არ ვიღებთ პასუხისმგებლობას რაიმე მოგზაურობასთან დაკავშირებული პროდუქტების ან/და სერვისების შეფერხებაზე, გამოწვეულია გაბანკროტების თუ რომელი მოგზაურობის პროვაიდერის მიზეზით ან გამოწვეულია მონეტარული კრიზისით, პოლიტიკური ან სოციალური არეულობით, მუშათა პრობლემებით, მექანიკური ან კონსტრუქციული სიძნელეებით, კლიმატური ცვლილებებით, ადგილობრივი კანონებით, დაავადებებით, უჩვეულო შემთხვევებით ტერორისტული ქმედებების ჩათვლით, და / ან ფორსმაჟორული ვითარების დროს ( რომელიც გონივრულ კონტროლს არ ექვემდებარება).

საერთაშორისო გამოყენება 

ჩვენ არ ვამტკიცებთ, რომ საიტზე გათავსებული მასალები ან სერვისები ხელმისაწვდომია და შესაბამისი ევროპის ან ამერიკის საზღვრებს გარეთ. აკრძალულია მასალებზე წვდომა იმ ტერიტორიებიდან, სადაც ამ მასალების შინაარსი არაკანონიერია. თუ ვინმე აირჩევს, რომ ჰქონდეს მასალებზე წვდომა სხვა ტერიტორიებიდან, ეს მათი არჩევანია და თვითონ არიან პასუხისმგებელნი ადგილობრივი კანონების შესაბამისად მოქმედებაზე. 

შეწყვეტა 

ჩვენ ვიტოვებთ უფლებას, რომ ჩვენი შეხედულებისამებრ და პასუხისმგებლობის გარეშე, შევწყვიტოთ თქვები წვდომა მასალებზე სრულიად ან ნაწილობრივ, შეტყობინების მეშვეობით ან მის გარეშე, რაიმე მიზეზით ან უმიზეზოდ. 

ზარალის ანაზღაურება 

თქვენ უნდა დაგვიცვათ ჩვენ და ჩვენს პროვაიდერები და დისტრიბუტორები და ყველა მათი შესაბამისი თანამდებობის პირი, დირექტორები, მუშაკები და აგენტები ნებისმიერი საჩივრისაგან, ქმედების მიზეზის ან მოთხოვნისაგან, მათ შორის, მაგრამ არა შემოზღუდვით,და აგვინაზღუროთ შესაბამისი იურიდიული და საბუღალტრო გადასახადი, რომელიც შეიძლება წარმოიშვას თქვენს მიერი საიტის გამოყენების გამო ან თქვენი სახელით მოქმედი სხვა პირის მიერ საიტის გამოყენების გამო ან მესამე მხარის გამო, რომელიც შედეგად მოჰყვა თქვენს მიერ საიტის გამოყენებას.  

მთელი შეთანხმება; მმართველი კანონმდებლობა; ობიექტები; გამოყოფადობა 

ეს პირობები იმართება ანდორას მთავრობის კანონმდებლობისა და ევროკავშირის რეგულაციების მიერ იმგვარად, რომ არ აზიანებს კონფლიქტის შესახებ კანონმდებლობის არც ერთ პრინციპს. თქვენ თანახმა ხართ, რომ ნებისმიერი ქმედება ან უსამართლობა, რომელიც წარმოიშვება ამ პირობებთან დაკავშირებით, განხილულ იქნას მხოლოდ ანდორის სასამართლოში და ამით თქვენ თანხმდებით და ემორჩილებით ამ სასამართლოთა ექსკლუზიურ პერსონალურ იურისდიქციას სასამართლოში ამგვარი ქმედების საქმისწარმოებისთვის

Last updated: May 2018